ახალი ამბები

საქართველოში 200 000-ს გადააჭარბა სრულად აცრილთა რაოდენობამ — NCDC

10 აგვისტო, 2021 •
საქართველოში 200 000-ს გადააჭარბა სრულად აცრილთა რაოდენობამ — NCDC

საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილთა რაოდენობამ 204 234-ს მიაღწია. მონაცემებს დაავადებათა კონტროლის ცენტრი ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ჯამში ჩატარებულია 664 997 აცრა.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 5 697 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვი 54-ს შეადგენს. ეს რეკორდული მაჩვენებელია. ამ ეტაპზე ქვეყანაში ვირუსის 43 163 აქტიური შემთხვევაა.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგოდ შექმნილი 4 ტიპის ვაქცინა ადმინისტრირდება: “ფაიზერი”, “ასტრაზენეკა”, “სინოფარმი” და “სინოვაკი”.

10 აგვისტოს “ფაიზერის” მეორე დოზაზე რეგისტრაცია დაიწყო, მეორე დოზით აცრის პროცესი კი 15 აგვისტოდან დაიწყება.

ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების განმარტებით, ავტორიზებული კოვიდ-ვაქცინები ეფექტურად იცავენ ადამიანებს სიკვდილისა და მძიმე ფორმით ავადობისაგან. საქართველოში ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია შესაძლებელია შემდეგ ბმულზე.

საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებისა და სიკვდილიანობის დღიური მაჩვენებლის რეკორდი დაფიქსირდა

მასალების გადაბეჭდვის წესი