ახალი ამბები

საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებისა და სიკვდილიანობის დღიური მაჩვენებლის რეკორდი დაფიქსირდა

10 აგვისტო, 2021 • 974
საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებისა და სიკვდილიანობის დღიური მაჩვენებლის რეკორდი დაფიქსირდა

10 აგვისტოს საქართველოში COVID-19-ის დღიურად აღრიცხული შემთხვევების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა. ასევე რეკორდულია ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვი.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 5 697 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვი 54-ს შეადგენს.

ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 2 713 ადამიანი და ჩატარდა 44 536 კვლევა ტესტით.

ამ მონაცემებით, პანდემიის კრიზისის დაწყებიდან დღემდე, საქართველოში ახალი კორონავირუსის 455 846 შემთხვევა გამოვლინდა. 406 475 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 6 182 კი გარდაიცვალა.

ამ ეტაპზე ქვეყანაში ვირუსის 43 163 აქტიური შემთხვევაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი