ახალი ამბები

სანამ მოსახლეობის 40%-მდე არ აიცრება, აცრილთათვის პრივილეგიებზე ვერ ვისაუბრებთ – გამყრელიძე

9 აგვისტო, 2021 • 1715
სანამ მოსახლეობის 40%-მდე არ აიცრება, აცრილთათვის პრივილეგიებზე ვერ ვისაუბრებთ – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის [NCDC] დირექტორი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე აცრილთათვის პრივილეგიების დაწესებაზე საუბარი ნაადრევია.

გამყრელიძემ „ტვ პირველის“ ეთერში თქვა, რომ უწყებას აქვს ინიციატივა, აცრილთათვის გარკვეული ტიპის პრივილეგიები დაწესდეს – იქნება ეს გადაადგილებაზე თუ მაღაზიებსა და რესტორნებში შესვლაზე.

„მაგრამ სანამ 30-40% მოსახლეობის არ აიცრება, პრივილეგიებზე… დღეს მკითხეს, ვაქცინირებულმა პირბადე მოვიხსნაო? მკითხა ახლობელმა, ვუთხარი – არა.

ორჯერ ვაქცინირებულმაც ამ ეპიდსიტუაციაში პირბადე აუცილებლად უნდა ატაროს, როგორც დახურულ შენობაში, ასევე ღიაში,  გარე სივრცეში, იქ, სადაც 5-ზე მეტი ადამიანი იქნება. სანამ არ შეიქმნება კუმულაციური იმუნიტეტი, პირბადე ჯერჯერობით რჩება მთავარ იარაღად და ის დაგვჭირდება. პრივილეგიებზე ჯერ ვერ ვისაუბრებთ“, – აცხადებს ის.

საქართველოში ხვალიდან პირბადის ტარება გარე სივრცეშიც სავალდებულო ხდება. კერძოდ კი იმ ადგილებში, სადაც 5-ზე მეტი ადამიანი მოიყრის თავს.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 236 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 44 ადამიანი. სულ ქვეყანაში კორონავირუსის 450 149 შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან 403 762 გამოჯანმრთელდა, ხოლო 6128 გარდაიცვალა

720 ექიმი სამედიცინო კოლაფსის თავიდან ასარიდებლად რეგულაციების დაწესებას ითხოვს

მასალების გადაბეჭდვის წესი