ახალი ამბები

პოლარიზაციის დასრულებას აკლია პოლიტიკური ნება – დეგნანი

9 აგვისტო, 2021 • 1293
პოლარიზაციის დასრულებას აკლია პოლიტიკური ნება – დეგნანი

აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი აცხადებს, რომ ერთადერთი, რაც პოლარიზაციის პროცესის დასრულებას აკლია, პოლიტიკური ნებაა.

დეგნანმა დღეს ჟურნალისტებთან ისაუბრა 19 აპრილის შეთანხმების შესახებ და თქვა, რომ ეს არის ერთგვარი გზამკვლევი, სადაც ძირითადი რეფორმებია გაწერილი.

„მნიშვნელოვანი ამ სიტუაციაში არის ის, რომ 19 აპრილის შეთანხმება მიღწეულია პოლიტიკური ლიდერებისა და პარტიების მიერ, რომელიც ასახავს იმ ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯებსა და რეფორმებს, რაც ქვეყანამ უნდა გადადგას იმისათვის, რომ გააძლიეროს საკუთარი დემოკრატია, ეკონომიკა და სხვადასხვა სფეროები.

არსებობს ყველანაირი მექანიზმი, ამ შეთანხმებაში მოცემულია გზამკვლევი და ორიენტირი იმისა, როგორ უნდა განხორციელდეს რეფორმები. ერთადერთი, რაც ამ პროცესს აკლია, ეს არის პოლიტიკური ნება, რათა დასრულდეს პოლარიზაცია საზოგადოებასა და ქვეყანაში, რაც ძალიან მნიშვნელოივანია“, – თქვა მან.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ 28 ივლისს საგანგებო ბრიფინგზე გამოაცხადა, რომ მმართველი პარტია ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის შუამავლობით ხელმოწერილი შეთანხმებიდან გადის.

კობახიძემ ამ გადაწყვეტილების მიზეზად დაასახელა „ნაციონალური მოძრაობის“ უარი, დოკუმენტზე ხელი მოაწერონ. ასევე, სხვა ოპოზიციური პარტიების მხრიდან „შეთანხმების მუდმივი დარღვევა“.

კობახიძემ თქვა, რომ შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებით, – დოკუმენტისა, რომელიც ნატოს 2021 წლის კომუნიკეში ქვეყნისთვის საეტაპო მიღწევადაა მონიშნული, – „ქვეყანა დაუბრუნდა კონსტიტუციურ ჩარჩოს“

19 აპრილის შეთანხმება კონსტიტუციასთან შესაბამისობაშია – დეგნანი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი