საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, რთული ეპიდვითარების გამო პრეზიდენტი აუქმებს ადმინისტრაციაში დაგეგმილ ყველა მასშტაბურ შეხვედრას და არც თავად მიიღებს მონაწილეობას მასშტაბურ ღონისძიებებში.
ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ გაუქმდა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ქართველი ოლიმპიელების მიღებაც:
“გაუარესებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, საქართველოს პრეზიდენტი მასშტაბურ ღონისძიებებში მონაწილეობას არ მიიღებს და აუქმებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაგეგმილ ყველა მასშტაბურ შეხვედრას.
ასევე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ქართველი ოლიმპიელების მიღება აღარ გაიმართება. პრეზიდენტი მოუწოდებს ყველას – გაუფრთხილდნენ ერთმანეთს, დაიცვან კოვიდრეგულაციები, ეპიდემიოლოგთა რეკომენდაციები და ჩაიტარონ ვაქცინაცია”, – აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.