ახალი ამბები

ღარიბაშვილსა და ტიკარაძეს შორის არანაირი დაპირისპირება არ არსებობს – თურნავა

9 აგვისტო, 2021 • 1417
ღარიბაშვილსა და ტიკარაძეს შორის არანაირი დაპირისპირება არ არსებობს – თურნავა

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს შორის არავითარი დაპირისპირება არ არსებობს.

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მიმართა როგორც მოქალაქეებს, ისე მთავრობის წევრებს, რომ კოვიდსაწინააღმდეგო რეკომენდაციები რეკომენდაციებისთვის არაა. ამის შესახებ მან  8 აგვისტოს, მას შემდეგ ისაუბრა, რაც 7 აგვისტოს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ძიუდოისტ ლაშა ბექაურის მშობლიურ სოფელ არხილოსკალოში ჩავიდა, სადაც ოლიმპიურ ჩემპიონს დახვედრა მოუწყვეს. კადრებში, რომლებიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, ჩანს, რომ ღარიბაშვილი ხალხმრავალ სუფრასთან ზის.

“ეს თქვენი ინტერპრეტაციაა, მე ასე არ აღვიქვამ”, – თქვა თურნავამ ჟურნალისტი კითხვის საპასუხოდ. მედიის წარმომადგენელმა მას ჰკითხა, არსებობს თუ არა რაიმე სახის დაპირისპირება ჯანდაცვის მინისტრსა და პრემიერს შორის.

“ჩვენ ძალიან კარგი კოლეგიალური ურთიერთობები გვაქვს, ახლაც მიმდინარეობს საბჭო, რომელიც პანდემიის მართვას ეხება და ყველაფერს ვწყვეტთ კოლეგიალურად. არანაირი დაპირისპირება არ არსებობს. ეს არის ყურით მოთრეული თემა, მოგონილი თემაა”, – განაცხადა თურნავამ.

ირაკლი ღარიბაშვილს აცრისკენ მოუწოდებენ

მასალების გადაბეჭდვის წესი