ახალი ამბები

არ დავივიწყებთ რუსეთის შეჭრას საქართველოში, ჩვენ ვდგავართ ჩვენი პარტნიორების გვერდით – ჯინ შაჰინი

8 აგვისტო, 2021 • 693
არ დავივიწყებთ რუსეთის შეჭრას საქართველოში,  ჩვენ ვდგავართ ჩვენი პარტნიორების გვერდით – ჯინ შაჰინი

ამერიკელი ჯინ შანი აგვისტოს ომის მეცამეტე წლისთავს ეხმაურება და ამბობს, რომ 13 წლის წინ რუსეთის საქართველოში შემოჭრა ასევე იყო პუტინის მიერ დემოკრატიასთან ომის დაწყება. ამის შესახებ სენატორი ტვიტერზე წერს.

მისი თქმით, ამერიკელ პარტნიორებს საქართველოში რუსეთის შეჭრა ახსოვთ და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას განაგრძობენ.

“13 წლის წინ რუსეთი შეიჭრა საქართველოში, რამაც დაიწყო საქართველოსთან ხანგრძლივი კონფლიქტი. ეს ასევე აღნიშნავს პუტინის ომის დაწყებას დემოკრატიასთან. ჩვენ არ დავივიწყებთ რუსეთის შეჭრას და ჩვენ ვდგავართ ჩვენი ქართველი პარტნიორების გვერდით მათი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად”, – წერს ჯინ შაჰინი.


წელს 13 წელიწადი გავიდა 2008 წლის სამხედრო კონფლიქტიდან, რომელიც “აგვისტოს ომის” სახელით მოიხსენიებენ. ომი 5 დღე, 7 აგვისტოდან 13 აგვისტომდე გაგრძელდა, რის შემდეგაც საქართველომ დაკარგა კონტროლი კოდორის ხეობასა და ახალგორის რაიონზე.

ოფიციალური ინფორმაციით, 2008 წლის აგვისტოში საქართველოში რუსეთის შეჭრის შედეგად დაღუპულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი.

2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთის ფედერაციამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. ამჟამად რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი