ახალი ამბები

შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 000-მდე თანამშრომელი ვაქცინირებულია

5 აგვისტო, 2021 • 764
შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 000-მდე თანამშრომელი ვაქცინირებულია

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უწყების 19 000-მდე თანამშრომელი COVID-19-ის წინააღმდეგ უკვე ვაქცინირებულია.

სამინისტროს თქმით, თანამშრომლებს შეუძლიათ ნებისმიერ დღეს, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, აიცრან როგორც “სინოვაკის” და “სინოფარმის”, ასევე “ფაიზერის” ვაქცინებით:

“საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის, დაცვის პოლიციის
და ობიექტების დაცვის დეპარტამენტის აჭარის რეგიონის თანამშრომლები ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში აიცრნენ. ვაქცინაციის პროცესი საქართველოს სხვადასხვა რეგიონშიც მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს შეუძლიათ, კვირის ნებისმიერ დღეს, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, აიცრან როგორც „სინოვაკის“, „სინოფარმის“ ვაქცინით, ასევე “ფაიზერის” ვაქცინით. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების „COVID-19“-ის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაციის პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, სამინისტროს 19 ათასამდე თანამშრომელი უკვე ვაქცინირებულია”, – აცხადებენ უწყებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი