ახალი ამბები

COVID-19-ის 3 670 ახალი შემთხვევა და 38 გარდაცვლილი – 5 აგვისტო

5 აგვისტო, 2021 •
COVID-19-ის 3 670 ახალი შემთხვევა და 38 გარდაცვლილი – 5 აგვისტო

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 3 670 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 38 ადამიანი.

ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 2 626 ადამიანი. ჩატარდა 41 885 კვლევა ტესტით, მათ შორის 24 184 კვლევა ანტიგენის ტესტით და 17 701- PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს: 4 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.76%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 7.85%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 8.67%.

3 670 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება:

  • თბილისი – 1 652,
  • აჭარა – 601,
  • იმერეთი – 400,
  • ქვემო ქართლი – 197,
  • შიდა ქართლი – 155,
  • გურია – 93,
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 190,
  • კახეთი – 187,
  • მცხეთა-მთიანეთი -84,
  • სამცხე-ჯავახეთი – 89,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 22.

ამ მონაცემებით, პანდემიის კრიზისის დაწყებიდან დღემდე საქართველოში ახალი კორონავირუსის 436 573 შემთხვევა გამოვლინდა. 393 453 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 5 986 კი გარდაიცვალა.

“ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 37 108, საიდანაც 6 219 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 996, აჭარაში – 762, იმერეთში – 917.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 258 პირი, მათ შორის, თბილისში – 569, აჭარაში – 124, იმერეთში -295. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 269 პირი, მათგან თბილისში – 185, აჭარაში – 17, იმერეთში – 18.

2 443 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 009 – თბილისში, 820- აჭარაში. 28 446 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე”, — აცხადებს საქართველოს მთავრობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი