კორონავირუსის გავრცელების მზარდი სტატისტიკის გამო დიდს ბრიტანეთს 8 აგვისტოდან საქართველო „წითელ ქვეყანათა“ სიაში შეჰყავს, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში ვეღარ ჩავლენ.
წესების თანახმად, მოქალაქე დიდ ბრიტანეთში ვერ ჩავა, თუ უახლოესი 10 დღის განმავლობაში წითელ ქვეყანაში იმყოფებოდა. დიდ ბრიტანეთში მოგზაურობა შეეძლებათ მხოლოდ გაერთიანებული სამეფოს, ირლანდიის და ბრიტანეთში ცხოვრების უფლების მქონე მოქალაქეებს.
ამასთანავე, ბრიტანეთში ჩასვლის უფლების მქონე ყველა მოქალაქისთვის სავალდებულოა 10-დღიანი კარანტინი, კორონავირუსზე ტესტის ჩატარება კარანტინის მე-2 და მე-8 დღეს და სხვა დაწესებული შეზღუდვების შესრულება.
მართალია, დიდმა ბრიტანეთმა საზღვრები გახსნა, დაწესებულია სპეციალური შეზღუდვები „მწვანე“; „ყვითელი“ და „წითელი“ ქვეყნებისთვის. ქვეყნები ერთმანეთისგან კორონავირუსის გავრცელების მასშტაბით განსხვავდება. დიდი ბრიტანეთი მიიჩნევს, რომ ვირუსის გავრცელების ყველაზე დიდი რისკი „წითელი“ ქვეყნებიდან არის, შესაბამისად, ყველაზე მკაცრი შეზღუდვები მათ შეეხოთ.