ახალი ამბები

საქართველო მსოფლიოში მე-5 ადგილზეა კორონავირუსის გავრცელების დინამიკით – NY Times

3 აგვისტო, 2021 • 2741
საქართველო მსოფლიოში მე-5 ადგილზეა კორონავირუსის გავრცელების დინამიკით – NY Times

100 000 მოსახლეზე კორონავირუსის გავრცელების ბოლო დინამიკით საქართველო მსოფლიოში მე-5 ადგილზეა.

New York Times-ის მონაცემებით, რომელიც Our World In Data-ს სტატისტიკას ეყრდნობა, ბოლო ორ კვირაში დღიური შემთხვევების რაოდენობა 88%-ით გაიზარდა და 100 000 მოსახლეზე 76 შეადგინა.

ამავე სტატისტიკით კორონავირუსის გავრცელების მხრივ ბოლო 14 დღის განმავლობაში პირველ ადგილზე კუნძული მენია, რომლის მოსახლეობაც სულ 84 500-ს შეადგენს. კუნძულზე კორონავირუსის დღიური შემთხვევების რაოდენობა საშუალოდ 103-ია.

მეორე ადგილზეა ფიჯი, დღიური 1 013 შემთხვევით. ფიჯის მოსდევს ბოტსვანა, სადაც დღეში საშუალოდ 1 871 ახალი ინფიცირების შემთხვევა ფიქსირდება. მეოთხე ადგილზე კი კუბაა, დღიური 8 924 შემთხვევით.

რაც შეეხება გარდაცვალების დღიურ მაჩვენებელს 100 000 მოსახლეზე შეწონილი მონაცემებით, საქართველო ბოლოდან მე-11 ადგილზეა. გარდაცვალების მაჩვენებლის დინამიკით საქართველოს მხოლოდ კუბა, ინდონეზია, მიანმარი, ეკვადორი, პარაგვაი, ფიჯი, ბოტსვანა, ნამიბია, ტუნისი და ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები უსწრებენ.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 4 827 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 34 ადამიანი კი გარდაიცვალა. დღიურმა დადებითობის მაჩვენებელმა, 2 აგვისტოს 10.99 %, შეადგინა, ბოლო 14 დღის მანძილზე მაჩვენებელი – 7.41 %-ს, ხოლო 7 დღის მანძილზე – 8.08 %-ს აღწევს.

მასალების გადაბეჭდვის წესი