ნეტგაზეთი | კორონავირუსის 4827 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 34 ადამიანი გარდაიცვალა – 3 აგვისტო კორონავირუსის 4827 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 34 ადამიანი გარდაიცვალა – 3 აგვისტო – Netgazeti
Batumelebi | RU

კორონავირუსის 4827 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 34 ადამიანი გარდაიცვალა – 3 აგვისტო

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 4 827 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 34 ადამიანი. ინფორმაციას მთავრობის ადმინსიტრაცია ავრცელებს.

უწყება წერს, რომ ამავე პერიოდში 1895 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ჩატარდა 43 932 ტესტი.

„რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 2 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.99 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 7.41 %, ხოლო 7 დღის მანძილზე – 8.08 %“, – წერია უწყების განცხადებაში.

საქართველოში კორონავირუსის 428 670 შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან 388 893 გამოჯანმრთელდა, ხოლო 5 910 გარდაიცვალა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან