ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

შს მინისტრი: “აფგან მუხთარლისგან ძალიან ბევრი ზღაპარი გვახსოვს”

2 აგვისტო, 2021 • 1453
შს მინისტრი: “აფგან მუხთარლისგან ძალიან ბევრი ზღაპარი გვახსოვს”

საქართველოს შს მინისტრი ვახტანგ გომელაური ქართულ მედიასთან საუბარში მცირე კომენტარით შემოიფრგლა რამდენიმე დღის წინ თბილისში, აზერბაიჯანელი ბლოგერის გარდაცვალების გარემოებებზე და აღნიშნულ საკითხზე აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხრთალის ვარაუდზე იმის შესახებ, რომ ბლოგერი აზერბაიჯანის ხელისუფლების მონაწილეობით გარდაიცვალა.

“აზერბაიჯანელი ბლოგერის გარდაცვალების ფაქტზე ვაწარმოებთ გამოძიებას, გვყავს თვითმხილველები. ის, რომ აიძულეს გადმოხტომა, ამაზე ვერაფერს გეტყვით. ის, რომ ვიღაცამ გადმოაგდო და მოკლა, ეს გამოირიცხა 99%-ით, თუმცა, რამ მიიყვანა ის თვითმკველობამდე, ამაზე ჯერ პასუხს ვერ გაგცემთ. გამოძიება ყველა მიმართულებაზე მუშაობს”.

ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, რას ფიქრობს შს მინისტრი მუხთარლის მოსაზრებაზე, რომ აზერბაიჯანელი ბლოგერი თბილისში აზერბიჯანის ხელისუფლების ჩართულობით მოკვდა, შს მინისტრი პასუხობს: აფგან მუხთარლისგან ძალიან ბევრი ზღაპრები გვახსოვს, მთ შორის მეც მაქვს მოსმენილი. აფგან მუხთარლის განცხადებებზე, პასუხს ვერ გაგცემთ.

აზერბაიჯანელი გამომძიებელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის რეჟიმის დევნილი, რომელიც ოჯახთან ერთად თბილისში ცხოვრობდა, 2017 წელს უცნობმა პირებმა გაიტაცეს და აზერბაიჯანში გადაიყვნეს, სადაც სისხლის სამართლის რამდენიმე ბრალდებით სასჯელს ციხეში იხდიდა. მუხთარლი დარწმუნებულია, რომ მისი თბილისიდან გატაცება ალიევის ხელისუფლებასა და საქართველოს ხელისუფლების შეთანხმებით მოხდა. მუხთარლის მხარდამჭერ აქციებს თბილისში ქართველი ჟურნალისტები და აქტივისტები მართავდნენ. ქართულ მხარეს, რომელმაც ოფიციალურად დაიწყო მისი გატაცების საქმის გამოძიება, ჯერ არ დაუსრულებია.

მასალების გადაბეჭდვის წესი