ახალი ამბებისამართალი

“გასტაცა? დააყაჩაღა?…” – გომელაურის ირონიული პასუხი წულუკიანის მიერ მიკროფონის წართმევაზე

2 აგვისტო, 2021 • 4033
“გასტაცა? დააყაჩაღა?…” – გომელაურის ირონიული პასუხი წულუკიანის მიერ მიკროფონის წართმევაზე

ჩაიდინა თუ არა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა სისხლის სამართლის დანაშაული, როდესაც “მთავარი არხის” ჟურნალისტს მიკროფონი გასტაცა – ამ კითხვას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ირონიულად პასუხობს:

“გაიტაცა? დააყაჩაღა? კარგით ახლა… მეც არ დამაბრალოთ რამე… თქვენ რომ იყოთ შინაგან საქმეთა მინისტრი… რა პასუხი უნდა გაგცეთ?!” – ამბობს გომელაური ამ კითხვის საპასუხოდ.

კითხვაზე, რას ფიქრობს წულუკიანის რეპლიკაზე სამართალდამცავების მიმართ, გომელაური ამბობს, რომ კულტურის მინისტრის განცხადება არ მოუსმენია:

“არ მომისმენია, ნამდვილად რომ არ მოგატყუოთ… ქალბატონი თეა ერთ-ერთი პირველი დამცველია ხოლმე ჩვენი პოლიციელების. აქედან გამომდინარე, მე ვერ ვიტყვი, რომ თეამ ცუდად მოიხსენია პოლიციელები. ვნახავ, არ ვიცი. თეა ჩემი მეგობრია, ძალიან ახლობელია და ცუდს ვერ ვიტყვი იქიდან გამომდინარე, რომ როდესაც გვიჭირდა ძალოვან უწყებებს, მისი განცხადებები იყო ჩვენი მხარდამჭერი”, – ამბობს ვახტანგ გომელაური.

პირველმა ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის ყოფილმა და კულტურის მოქმედმა მინისტრმა თეა წულუკიანმა „მთავარი არხის“ ჟურნალისტს მიკროფონი 22 ივლისს წაართვა.

მას შემდეგ კი, რაც ჟურნალისტმა პოლიცია გამოიძახა, წულუკიანმა თქვა: “ტყუილად ჰყავთ გამოძახებული იქ ვიღაცები”.

მიკროფონის საქმე: თეა წულუკიანი კანონზე მაღლა

მასალების გადაბეჭდვის წესი