2 აგვისტოს მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 20 661 ტესტით კორონავირუსით ინფიცირების 1655 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დადებითობის დღიურმა მაჩვენებელმა 8.01% შეადგინა. ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 23 ადამიანი დაიღუპა.
ჩატარებული 20 661 ტესტიდან 10 041 კვლევა ანტიგენის ტესტით, 10 620 კი PCR მეთოდოლოგიით ჩატაარდა. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 1 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.01 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 7.08 % ხოლო 7 დღის მანძილზე – 7.68 %.
დღეს ქვეყანაში ინფიცირების 1 655 ახალი შემთხვევიდან გამოვლინდა:
თბილისში: 701 შემთხვევა;
აჭარა – 392;
იმერეთი – 130;
ქვემო ქართლი – 85;
შიდა ქართლი – 50;
გურია – 31;
სამეგრელო – ზემო სვანეთი – 101;
კახეთი – 87;
მცხეთა-მთიანეთი -29;
სამცხე-ჯავახეთი – 43;
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 6.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 30 943, საიდანაც 6 082 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის:
თბილისის საავადმყოფოებში – 3 060;
აჭარაში – 715;
იმერეთში – 824.
ამ ეტაპზე მძიმეა პაციენტის 1 214 მდგომარეობა, მათ შორის, თბილისში – 551, აჭარაში – 112, იმერეთში -277. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 243 პირი, მათგან თბილისში – 179, აჭარაში – 7, იმერეთში – 15. 2 228 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 041 – თბილისში, 819- აჭარაში.
22 633 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
