ახალი ამბები

სამედიცინო უნივერსიტეტში მოეწყობა სივრცე, სადაც პედაგოგები რეგისტრაციის გარეშე აიცრებიან – გაბუნია

31 ივლისი, 2021 • 2944
სამედიცინო უნივერსიტეტში მოეწყობა სივრცე, სადაც პედაგოგები რეგისტრაციის გარეშე აიცრებიან – გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მაოდგილის, თამარ გაბუნიას თქმით თბილისში, სამედიცინო უნივერსიტეტის ტერიტორიაზე მოეწყობა ცალკე სივრცე, სადაც ვაქცინაციის მსურველ პედაგობებს წინასწარი რეგისტრაციის გარეშე შეეძლებათ აცრა. ამის შესახებ გაბუნიამ დღეს, 31 ივლისს, სამედიცინო უნვიერსიტეტის მასობრივი ვაქცინაციის ცენტრში ვიზიტის შემდეგ განაცხადა.

“როგორც იცით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის შევხვდეთ ახალ სასწავლო წელს უსაფრთხო სასკოლო გარემოში, ამდენად სკოლის პერსონალის, პედაგოგების და სხვა პერსონალის ვაქცინაციის ხელშეწყობა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ამ სივრცეში [სამედიცინო უნივერსიტეტში] მოეწყობა ცალკე სივრცე პედაგოგიური პერსონალისთვის, რომელთაც შეუძლიათ რეგისტრაციის გარეშე მობრძანდნენ და ჩაიტარონ ვაქცინაცია მათთვის სასურველ დროს”, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

გაბუნიას თქმით, ვაქცინაციის პროცესში მთელი ქვეყნის მასშტაბით პედაგოგებს განსაკუთრებული ხელშეწყობა ექნებათ, რათა ადმინისტრაციული და ტექნიკური ბარიერების გარეშე შეძლონ ვაქცინის მიღება.

ამასთან, გაბუნიამ აღნიშნა, რომ ქვეყანაში ვაქცინების მარაგი არის საკმარისი და დამატებით ყოველკვირეულად საქართველოში ფაიზერის წარმოების ვაქცინების ახალი დოზები ჩამოვა იქამდე, სანამ არ ამოიწურება სახელმწიფოს მიერ შეძენილი ფაიზერის ერთ მილიონზე მეტი დოზა. ჯანდაცვის სამინსიტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის ამ გზით საქართველოში 218 ათასამდე ფაიზერის წარმოების ვაქცინაა შემოსული.

მასალების გადაბეჭდვის წესი