ახალი ამბები

100 დღე ხელს რომ არ აწერ, მერე ხელმოწერაზე საუბარს აზრი არ აქვს – კობახიძე

30 ივლისი, 2021 • 1265
100 დღე ხელს რომ არ აწერ, მერე ხელმოწერაზე საუბარს აზრი არ აქვს – კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ აზრი არ ექნება, თუკი „ნაციონალური მოძრაობა“ შარლ მიშელის შეთანხმებას ახლა მოაწერს ხელს.

30 ივლისს ტელეკომპანია „პოსტივის“ ეთერში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ხელმოწერის პერსპექტივაზე დასმულ კითხვაზე პასუხად ირაკლი კობახიძემ განაცხადა:

„ეს არის უკვე ბავშვური ინიციატივები, თამაშები. როდესაც 100 დღე ხელს არ აწერ, ანულირება ხდება ამ შეთანხმების, ამის შემდეგ ხელმოწერაზე საუბრის დაწყებას აზრი არ აქვს“.

„ეს ყველაფერი დასრულებულია. ეს ფურცელი არის თავიდან ბოლომდე გადაშლილი“, – განაცხადა კობახიძემ.

28 ივლისს მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ გამოაცხადა გადაწყვეტილება, შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმება დატოვოს.

ამასთან, „ქართულმა ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გამოაცხადა, რომ ვადამდელი არჩევნების საკითხი ამიერიდან არა შარლ მიშელის შუამავლობით გაფორმებულ შეთანხმებაზე, არამედ მათ კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული და „იმ შემთხვევაში დაინიშნება, თუ კოალიციური მმართველობა სახელმწიფოს არ დააზიანებს“.

ამის შემდეგ „ქართული ოცნება“ გააკრიტიკეს ევროპელმა და ამერიკელმა პარტნიორებმა, მათ შორის შარლ მიშელმა, და კვლავ მოუწოდეს ყველა მხარეს, მოაწერონ ხელი შეთანხმებას.

„ნაციონალურ მოძრაობას“ ამ დრომდე არ აქვს შეთანხმებაზე ხელი მოწერილი.

ვრცლად ამ თემაზე:

„ოცნებამ“ შარლ მიშელის შეთანხმება ჩაშალა – რას უნდა ველოდოთ

მასალების გადაბეჭდვის წესი