ახალი ამბები

წულუკიანის საქციელმა დაგვამუნჯა – ვიოლა ფონ კრამონი

30 ივლისი, 2021 •
წულუკიანის საქციელმა დაგვამუნჯა – ვიოლა ფონ კრამონი

ევროპარლამენტარი, საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტის დემოკრატიის მხარდაჭერისა და არჩევნების კოორდინაციის ჯგუფის ხელმძღვანელის, ვიოლა ფონ კრამონის შეფასებით, საქართველოს კულტურის მინისტრ თეა წულუკიანის საქციელი, როდესაც მან ჟურნალისტს მიკროფონი წაართვა, უჩვეულოა დემოკრატიული სახელმწიფოებისთვის.

“ჩვენ ყველანი დაგვამუნჯა იმან, რაც თქვენმა კულტურის მინისტრმა გააკეთა. ეს აბსოლუტურად უჩვეულოა დემოკრატიული სახელმწიფოსთვის. ამავდროულად, ზოგჯერ ვისურვებდი მეხილა მეტი დისტანცია ჟურნალისტების მხრიდანაც, იმიტომ, რომ ზოგიერთი მათგანი ძალიან აბეზარია. ეს არანაირად არ ამართლებს მინისტრის მიერ მიკროფონის გამოგლეჯას, მაგრამ ზოგჯერ პატივი უნდა ვცეთ პოლიტიკოსების პირად სივრცესაც. ჩვენ შეშფოთებული ვართ, რომ მასმედიის თავისუფლებაზე შეტევა ხდება ამ ქვეყანაში”, — განაცხადა კრამონმა.

22 ივლისს სენაკში, ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით რეაბილიტირებული აკაკი ხორავას სახელობის თეატრი გახსნაზე მყოფმა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა “მთავარი არხის” ჟურნალისტს მიკროფონი წაართვა და ამ დრომდე არ დაუბრუნებია.

ამ თემაზე:

წულუკიანმა “მთავარი არხის” ჟურნალისტ ემა გოგოხიას მიკროფონი წაართვა

მასალების გადაბეჭდვის წესი