ახალი ამბები

„ოცნების“ 64 მერობის კანდიდატიდან ქალი მხოლოდ სამია

30 ივლისი, 2021 • 2256
„ოცნების“ 64  მერობის კანდიდატიდან ქალი მხოლოდ სამია

„ქართული ოცნების“ მიერ 64 მუნიციპალიტეტში წარდგენილი მერობის კანდიდატებიდან მხოლოდ სამი ქალია.

მერობისთვის ქალები მხოლოდ რუსთავში, ნინოწმინდასა და დუშეთში იბრძოლებენ. ესენი არიან:

  • ნინო ლაცაბიძე – რუსთავი
  • ანივარდ მოსოიანი – ნინოწმინდა
  • მანანა ნარიმანიძე – დუშეთი

 

„ქართულმა ოცნებამ“ დღეს 63 მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატები და საარჩევნო შტაბისა და კამპანიის ხელმძღვანელები წარადგინა. მანამდე “ოცნებამ” თბილისის მერობის კანდიდატად კახი კალაძე წარადგინა.

2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.

„ოცნებამ“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი და კამპანიის ლიდერები დანიშნა

მასალების გადაბეჭდვის წესი