ახალი ამბები

31 ივლისს საქართველოში ფაიზერის 168 ათასი დოზა შემოვა – გამყრელიძე

30 ივლისი, 2021 • 790
31 ივლისს საქართველოში ფაიზერის 168 ათასი დოზა შემოვა – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ხვალ, 31 ივლისს საქართველოში “ფაიზერთან” დადებული ხელშეკრულების ფარგლებში ვაქცინების მორიგი დოზები შემოვა.

გამყრელიძის თქმით, საუბარია დამატებით 186 000 დოზა ვაქცინაზე. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ ქვეყანაში ამ დროისთვის 2 მილიონ დოზამდე ვაქცინაა მობილიზებული და მოსახლეობას იმუნიზაციის პროცესში ჩართვისკენ მოუწოდებს:

“დღეს ქვეყანაში მუშაობს 161 დაწესებულება, რომელიც აწარმოებს იმუნიზაციას 380 ამცრელი ბრიგადით. გუშინ ღამე დაემატა 26 ამცრელი ბრიგადა “ფაიზერზე”. კიდევ არის საშუალება, ხვალ 168 000 დოზა შემოვა. დღეს ქვეყანაში დევს 2 მილიონამდე დოზა სხვადასხვა ვაქცინის, “ფაიზერის”, “ასტრაზენეკას”, “სინოვაკის” და “სინოფარმის”. სერიოზული მარაგია შექმნილი, რომ მოსახლეობა მასობრივად აიცრას. სწორედ მასობრივ აცრაზე გადის დღეს ქვეყანაში ეპიდემიის დაძლევა”, – ამბობს ამირან გამყრელიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი