ახალი ამბები

ბაიდენს სურს, ყველა მოქალაქეს ვინც აიცრება, სახელმწიფომ 100$ გადაუხადოს

30 ივლისი, 2021 • 3516
ბაიდენს სურს, ყველა მოქალაქეს ვინც აიცრება, სახელმწიფომ 100$ გადაუხადოს

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი მოუწოდებს ადგილობრივ და შტატების ხელისუფლებებს, ყველა ახლად ვაქცინირებულ მოქალაქეს COVID-19-ის ვაქცინაციის წასახალისებლად 100 აშშ დოლარი გადაუხადონ. ინფორმაციას ამის შესახებ Reusters ქვეყნის ფინანსთა დეპარტამენტზე დაყრდნობით წერს.

დეპარტამენტის განცხადებით, ამგვარი ინიციატივა დასაშვებია იმ 350 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის დახმარების განკარგვის ფარგლებში, რომელიც ადგილობრივ მთავრობებს გამოეყოთ. ფინანსთა დეპარტამენტი ასევე აღნიშნავს, რომ მზადაა, ტექნიკურად დაეხმაროს ადგილობრივ ხელისუფლებას აღნიშნული ფინანსების განკარგვაში ვაქცინაციის წასახალისებლად.

უწყება ასევე აღნიშნავს, რომ დასაქმებულებს აუნაზღაურდებათ ის საათები, რომელიც ვაქცინაციის ცენტრში წასასვლელად და აცრისთვის დასჭირდებათ საკუთარი, ან ოჯახის წევრის იმუნიზაციისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი