ახალი ამბები

კორონავირუსის 2 712 ახალი შემთხვევა და 25 გარდაცვლილი | 30 ივლისი

30 ივლისი, 2021 • 641
კორონავირუსის 2 712 ახალი შემთხვევა და 25 გარდაცვლილი | 30 ივლისი

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 712 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 25 ადამიანი. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყების თქმით, ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 2088 ადამიანი, ჩატარდა 39 126 ტესტი.

„რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 29 ივლისის მდგომარეობით,დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.93%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 6.59% ხოლო 7 დღის მანძილზე – 7.09 %,“ – წერია უწყების განცხადებაში.

ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით ასე გადანაწილდა:

  • თბილისი – 1 243
  • აჭარა – 419
  • იმერეთი – 273
  • ქვემო ქართლი – 149
  • შიდა ქართლი – 102
  • გურია – 71
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 142
  • კახეთი – 175
  • მცხეთა – მთიანეთი – 75
  • სამცხე – ჯავახეთი – 43
  • რაჭა – ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 20

„ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 29 273, საიდანაც 5 547 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 880, აჭარაში – 557, იმერეთში – 773.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 076 პირი, მათ შორის, თბილისში – 505, აჭარაში – 91, იმერეთში -248. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 226 პირი, მათგან თბილისში – 162, აჭარაში – 4, იმერეთში – 18,“ – ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

მთლიანობაში, საქართველოში კორონავირუსის 416 338 შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან 381 246 გამოჯანმრთელდა, 5 793 ადამიანი გარდაიცვალა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი