ახალი ამბებიხელოვნება

მინისტრის მსგავსი თავხედური ჩარევა ლიტერატურულ პროცესში შეურაცხმყოფელია – პენცენტრი

30 ივლისი, 2021 • 5510
მინისტრის მსგავსი თავხედური ჩარევა ლიტერატურულ პროცესში შეურაცხმყოფელია – პენცენტრი

ლიტერატურულ პრემია “ლიტერას” ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პენცეტრი განცხადებას ავრცელებს. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“ლიტერატურული პრემია „ლიტერა“ წელს პირველად დადგა დიდი გამოწვევის წინაშე. კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა პრემიის ჟიურიში თავისი წარმომადგენელი, მინისტრის მრჩეველი მიავლინა.

აქამდე „ლიტერას“ ჟიური ყოველწლიურად იცვლებოდა. ჟიურის წევრები იყვნენ მწერლები, ლიტერატურათმცოდნეები, კრიტიკოსები, მთარგმნელები. მიუხედავად იმისა, რომ პრემიას სახელმწიფო აფინანსებდა, დღემდე არავინ ერეოდა „ლიტერას“ საქმიანობაში. პრემია თავისუფალი იყო პოლიტიკური კონიუნქტურისაგან.

ახლა ეს სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. წულუკიანმა კულტურული ჟანდარმერიის შემოყვანა გადაწყვიტა და მოინდომა კულტურაზე კონტროლის ყველაზე ბნელი ტოტალიტარული ტრადიციების აღდგენა.
მიგვაჩნია, რომ მინისტრის მსგავსი თავხედური ჩარევა ლიტერატურულ პროცესში მწერლებისთვის და ჟიურის წევრებისთვის შეურაცხმყოფელია. მწერლებიც და ჟიურიც თავისუფალნი უნდა იყვნენ ყოველგვარი პოლიტიკური კონტროლის მცდელობისაგანაც კი. ამ პრემიის რეპუტაციას განსაზღვრავენ მასში მონაწილე მწერლები და გადაწყვეტილების მიღების თავისუფალი, დემოკრატიული პროცესი: გადაწყვეტილებას იღებენ აღიარებული პროფესიონალები და არა პარტიული ერთგულების ნიშნით შერჩეული დილეტანტი ჩინოსნები. მადლობას ვუხდით იმ მწერლებს და ჟიურის წევრებს, რომლებმაც პროტესტის ნიშნად უკვე დატოვეს „ლიტერა“. დარწმუნებულები ვართ, რომ ეს სია გაიზრდება.

მოვუწოდებთ თეა წულუკიანს, დაუყოვნებლივ გაიწვიოს მის მიერ დანიშნული „ლიტერას“ ჟიურის წევრი, შეწყვიტოს მისთვის სრულიად უცხო სფეროში ცენზურის დაწესების მცდელობა და მწერლების პარტმუშაკებად ქცევაზე ოცნება. ჩვენ, ქართველი მწერლები, მთარგმნელები, ლიტერატურათმცოდნეები, კრიტიკოსები, გამომცემლები, ერთმანეთისგან განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, ამ საკითხში ერთიანნი ვართ და ვიქნებით. ჩვენ არ დავუშვებთ ქართულ მწერლობაზე პარტიული კონტროლის დაწესებას. ხელმოწერები (განახლებადია):

1. პაატა შამუგია
2. ზაალ ანდრონიკაშვილი
3. ნინო სურამელაშვილი
4. ნატო დავითაშვილი
5. დალილა გოგია
6. ნათია გიორგაძე
7. რუსუდან რუხაძე
8. ეკა ქევანიშვილი
9. გიორგი ლობჟანიძე
10. დარეჯან კიკოლიაშვილი
11. რატი მუჯირი
12. ბექა ქურხული
13. დავით ქაშიაშვილი
14. ბელა ჩეკურიშვილი
15. ხათუნა ცხადაძე
16. მაია ბადრიძე
17. ლანა კალანდია
18. არჩილ ქიქოძე
19. ანა კოპალიანი
20. ბექა ადამაშვილი
21. გია გოკიელი
22. მანანა მათიაშვილი
23. ქეთი ნიჟარაძე
24. ირაკლი კაკაბაძე
25. გიორგი შონია
26. დიანა ანფიმიადი
27. ირმა შიოლაშვილი
28. ნატო ინგოროყვა
29. ნათია მიქელაძე
30. ოთარ ჯირკვალიშვილი
31. ბესო სოლომონაშვილი
32. შოთა იათაშვილი
33. ლელა ცუცქირიძე
34. ერეკლე დეისაძე
35. ზურაბ პაპიაშვილი
36. მაია ალუდაური
37. მალხაზ ხარბედია
38. მაია კუდავა
39. ზვიად კვარაცხელია
40. ვასილ გულეური
41. თამთა მელაშვილი
42. გურამ მაცხონაშვილი
43. ნიკა ლაშხია
44. ლელა სამნიაშვილი
45. ნიკა ჩერქეზიშვილი
46. მაკა ლდოკონენი
47. გვანცა ჯობავა
48. ბათუ დანელია
49. ელენე კვირკველია
50. ალეკო შუღლაძე
51. ნესტან ნენე კვინიკაძე
52. თეონა დოლენჯაშვილი
52. დავით რობაქიძე
53. დავით გაბუნია
54. თამარ ბართაია
55. ჯიმშერ რეხვიაშვილი
56. ივა ფეზუაშვილი
57. ლაშა ბუღაძე
58. ქარდა ქარდუხი
59. ნენე გიორგაძე
60. რეზო გეთიაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი