ახალი ამბები

რეზო თაბუკაშვილმა “ლიტერას” ჟიური დატოვა

29 ივლისი, 2021 •
რეზო თაბუკაშვილმა “ლიტერას” ჟიური დატოვა

მწერალმა რეზო თაბუკაშვილმა ლიტერატურული პრემია ლიტერას ჟიური დატოვა. შესაბამისი განცხადება თაბუკაშვილმა ფეისბუკზე გაავრცელა.

როგორც ცნობილია, კონკურსს დღეს არაერთმა ავტორმა გამოუცხადა ბოიკოტი.

“FB-ში იშვიათად შემოვდივარ ხოლმე და ახლა ვნახე, რომ პანტიპუნტად ტოვებენ ავტორები ლიტერას კონკურსს, რომლის ჟიურის წევრიც გახლავართ.

მე თვითონ საკმაოდ ბევრჯერ გადავეყარე სხვადასხვა (სულ ორი-სამია) ლიტ.კონკურსს და ხშირ შემთხვევაში კაი სიმყრალის სუნი მიგრძვნია. ფრანქფურტზეც შემიძლია მოგახსენოთ, რომელიც ჩემი და მამაჩემის გარეშე ჩატარდა.

ვთვლი, რომ მეტად აქტიური უნდა იყოს ლიტერატურული (ხაზს ვუსვამ – ლიტერატურული) პროცესი, რომელიც ერთი გაზეთის და ორიოდე ჟურნალის ანაბარა არ უნდა დარჩეს. ასევე, კონკურსების სიმრავლესაც სალამს ვეტყვი.

პირველად ვიყავი ჟიურიში. ავტორი აღარ დარჩა და ბურთი სათამაშოდ მოედანზე. მათ შეხედულებას პროტესტისას თავად გაგაცნობენ. ვტოვებ ჟიურის წევრობას და კიდევ ერთხელ ამიცრუვდა ყოველგვარ ლიტ.კონკურსებში მონაწილეობის სურვილი”, – წერს თაბუკაშვილი.

მას შემდეგ, რაც ვიცე-პრემიერმა და კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა “მთავარი არხის” ჟურნალისტ ემა გოგოხიას მიკროფონი წაართვა, რამდენიმე ავტორმა კულტურის სამინისტროს დაფინანსებულ პროექტებში მონაწილეობაზე უარი თქვა.

29 ივლისს, მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ სამინისტრო ლიტერატურული პრემიის ჟიურში საკუთარ წარმომადგენელს ნიშნავდა, ავტორებმა საკუთარი ნაშრომების კონკურსიდან მოხსნა მასობრივად დაიწყეს.

ამ დროისთვის კონკურსიდან საკუთარი ნაწარმოებები მოხსნეს:

  • ნინო სამყურაშვილი – ჯავშანი, გამომცემლობა “ინტელექტი”;
  • რატი მუჯირი – მეილები ავღანეთზე, გამომცემლობა “ინტელექტი”;
  • ეკა ქევანიშვილი – ღარიბების ტრანსპორტი არსად გაჩერდება, გამომცემლობა “ინტელექტი”;
  • ტორესა მოსი – ორდროშობანა, გამომცემლობა “ინტელექტი”;
  • ჯაბა ზარქუა – ვაჟა-ფშაველას პირველი ჩიხი, გამომწემლობა “ინტელექტი”;
  • მათე სარალიშვილი – მივიწყებულნი, “სულაკაურის გამომცემლობა”;
  • ირაკლი კაკაბაძე – ამაღლების ქუჩა, გამომცემლობა “არტანუჯი;
  • დავით ქაშიაშვილი – მორნიბიე კაჰ, გამომცემლობა “ინტელექტი”;
  • ბელა ჩეკურიშვილი – ნანას ცხენი, გამომცემლობა “ინტელექტი”;
  • ელენე კვირკველია – წყვეტა, გამომცემლობა “ინტელექტი”;
  • ზვიად კვარაცხელია – დარეკე! დაუბარე!, გამომცემლობა “ინტელექტი”;
  • ნათია გიორგაძე – ხმის მატარებელი, გამომცემლობა “ინტელექტი”;
  • ირინა ტაბაღუა – ტელეფას ცხვარი, გამომცემლობა “ინტელექტი”;
  • ანდრო დადიანი – განსაწმენდელი, “კალმოსანი”;
  • გიორგი შონია – რობოტების ყვავილები, გამომცემლობა “ინტელექტი”
  •  ასევე დიზაინერმა ნატალია ავალიანმა – დამწყები / ლაბირინთი მანუელისთვის, გაომცემლობა “პალიტრა L” (ნომინაცია – წლის საუკეთესო  წიგნის დიზაინი).
  • და თეონა ჭანიშვილიმა – სამი მედეა. პიესები / ამაღლების ქუჩა / იროელთა ქრონიკები (ნისლებში და ნისლებს მიღმა და ამბავი ლილე იროელისა) / ცხოველების კარ-მიდამო / მანცხვარკარი, გამომცემლობები “ინტელექტი” და “არტანუჯი”.

“ლიტერა“ კულტურის სამინისტრომ და მწერალთა სახლმა 2015 წელს დააარსა. მას შემდეგ პრემიას სხვადასხვა ნომინაციაში ყოველ წელს გასცემენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი