ლიტერატურულ კონკურს „ლიტერას“ ეკა ქევანიშვილიც გამოეთიშა. ქევანიშვილის წიგნი „ღარიბების ტრანსპორტი არსად გაჩერდება” – წლის „საუკეთესო პოეტური კრებულის“ ნომინაციაში იყო დასახელებული.
„ბოდიში. ასე არ გამოვა. 4 შერჩეული, მააგრამ ერთი “ზემოდან” დანიშნული ჟიურის წევრი. ძალიან უსიამოვნოა და საშიში. ბოლომდე ვიკავე თავი რამდენიმე არგუმენტით. “ლიტერას” გულშემატკივრობით. მაგრამ არა. მეც ვხსნი კონკურსიდან ჩემს წიგნს“, – წერს ქევანიშვილი.
საქმე ეხება ჟიურის მეხუთე წევრს, იოსებ ჭუმბურიძეს, რომელიც კულტურის სამინისტრომ თავად დანიშნა. კონკრუსის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა.
კონკურსს პროტესტის ნიშნად გამოეთიშნენ მწერლები – ტორესა მოსი, ჯაბა ზარქუა და მათე სარალიშვილი, ირაკლი კაკაბაძე და ასევე დიზაინერი ნატალია ავალიანი.