ახალი ამბები

საქართველო ვირუსის გავრცელების ბოლო 7 დღის დინამიკით მსოფლიოში მე-9 ადგილზეა | NYT

29 ივლისი, 2021 • 1307
საქართველო ვირუსის გავრცელების ბოლო 7 დღის დინამიკით მსოფლიოში მე-9 ადგილზეა | NYT

New York Times-ის კორონავირუსის მსოფლიო რუკის მიხედვით, ბოლო 1 კვირის მონაცემებით, საქართველო 100 000  მოსახლეზე კორონავირუსის გავრცელების შემთხვევებით მსოფლიოში მეცხრე ადგილზეა.

ამერიკული გამოცემის მონაცემების მიხედვით, საქართველოში ბოლო შვიდი დღის განმავლობაში ახალი ინფიცირების შემთხვევათა რიცხვი საშუალოდ 2 496-ია, რაც 100 000 სულ მოსახლეზე 67 ახალ შემთხვევას გულისხმობს. აღნიშნული რიცხვი იანგარიშება ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობის შეფარდებით ბოლო შვიდი დღის განმავლობაში ახალ შემთხვევათა საშუალო არითმეტიკულ რიცხვზე.

საქართველოზე ცუდი შედეგები, ბოლო 7 დღის მონაცემებით, აქვთ კუბას, სეიშელის კუნძულებს, ნორმანდიის კუნძულებს, გიბრალტარს, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებს, ყაზახეთს და ფიჯის, ყველაზე უარესი მდგომარეობა კი კუნძულ მენზეა.

ბოლო ორი კვირის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 102%-ით გაიზარდა.

100 000 მოსახლეზე სიკვდილობის მაჩვენებლით კი, ბოლო ერთი კვირის მონაცემებით, საქართველო მსოფლიოში მე-17 ადგილზეა.

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) მონაცემებით, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 796 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 17 ადამიანი. 2ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.71 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 6.73 %, ხოლო 7 დღის მანძილზე – 7.0 %.

კორონავირუსის 2 796 ახალი შემთხვევა და 17 გარდაცვლილი – 29 ივლისი

მასალების გადაბეჭდვის წესი