ახალი ამბები

კორონავირუსის 2 796 ახალი შემთხვევა და 17 გარდაცვლილი – 29 ივლისი

29 ივლისი, 2021 • 1027
კორონავირუსის 2 796 ახალი შემთხვევა და 17 გარდაცვლილი – 29 ივლისი

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 796 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 17 ადამიანი. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყება წერს, რომ ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 2 088, ჩატარდა 41 684 ტესტი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 2ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.71 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 6.73 % ,ხოლო 7 დღის მანძილზე – 7.0 %“, – წერია განცხადებაში.

ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით ასე გადანაწილდა:

  • თბილისი – 1 359
  • აჭარა – 413
  • იმერეთი – 263
  • ქვემო ქართლი – 152
  • შიდა ქართლი – 120
  • გურია – 71
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 108
  • კახეთი – 178
  • მცხეთა – მთიანეთი – 58
  • სამცხე – ჯავახეთი – 57
  • რაჭა – ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 17.

„ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 28 147, საიდანაც 5 427 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 841, აჭარაში – 556, იმერეთში – 771. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 053 პირი, მათ შორის, თბილისში – 493, აჭარაში – 82, იმერეთში -246.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 216 პირი, მათგან თბილისში – 163, აჭარაში – 5, იმერეთში – 16. 1 811 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 966 – თბილისში, 530- აჭარაში. 20 909 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე“,  – წერია ოფიციალურ განცხადებაში.

საქართველოში კორონავირუსის 413 626 შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან 379 685 გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 5 768 ადამიანი. 

მასალების გადაბეჭდვის წესი