ახალი ამბები

ვაშაძე: დადასტურდა, რომ “ოცნებას” მიშელის დოკუმენტზე ხელი ძალით მოვაწერინეთ

28 ივლისი, 2021 • 795
ვაშაძე: დადასტურდა, რომ “ოცნებას” მიშელის დოკუმენტზე ხელი ძალით მოვაწერინეთ

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, “ქართული ოცნების” მიერ 19 აპრილის შეთანხმების დატოვება ადასტურებს, რომ ოპოზიციის ნაწილმა ხელისუფლებას ძალით მოაწერინა მიშელის შეთანხმებაზე ხელი და მმართველ პარტიის ინტერესში არ შედის 43%-იანი ბარიერის არსებობა:

“ქართული ოცნება ფიქრობს, რომ ქვეყანა სათამაშოა მის ხელში. მე ამ განცხადების შემდგომ მაქვს ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან კომუნიკაცია და კოორდინაცია. ახლა ის დროა, როცა უნდა დავიწყოთ იმ აღსრულების მექანიზმების ფართომასშტაბიან ამოქმედებაზე მუშაობა, რომელიც შარლ მიშელის დოკუმენტის შეუსრულებლობას უნდა მოჰყვეს. ეს შეიძლება იყოს ბევრი რამ, მათ შორის სანქციებზე ვლაპარაკობდით და ალბათ უფრო დაჩქარდება პერსონალური სანქციების საკითხი.

რასაც ვისმენთ, ამან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ შარლ მიშელის დოკუმენტზე მართლა ძალით მოვაწერინეთ ხელი. მათ არ აწყობთ 43%-იანი ბარიერი, იმიტომ, რომ ეშინიათ ამის და ამიტომაც ჩააგდეს ეს დოკუმენტი. ამიტომ, ოპოზიციურ ფლანგს მინდა მივმართო. იმედია, ახლა მაინც არ დაიწყებთ გარჩევას, რა იყო კარგი და რა ცუდი. ჩვენ ცივი გონებით უნდა განვსაჯოთ და პირველ რიგში მოქალაქეებს ვკითხოთ” ,- ამბობს გიორგი ვაშაძე.

მისი თქმით, ოპოზიციამ გადაწყვეტილება ცხელ გულზე არ უნდა მიიღოს და მისთვის გადაწყვეტილების მიღების პროცესში მნიშვნელოვანია როგორც დასავლელი პარტნიორების, ასევე მხარდამჭერების მოსაზრება.

შარლ მიშელის წინადადება პარტიებს: ტექსტი სრულად

 

მასალების გადაბეჭდვის წესი