ნეტგაზეთი | ბოკერია: “ოცნება” აცნობიერებს, რომ მხარდაჭერის თვალსაზრისით უმძიმეს მდგომარეობაშია ბოკერია: “ოცნება” აცნობიერებს, რომ მხარდაჭერის თვალსაზრისით უმძიმეს მდგომარეობაშია – Netgazeti
Batumelebi | RU

ბოკერია: “ოცნება” აცნობიერებს, რომ მხარდაჭერის თვალსაზრისით უმძიმეს მდგომარეობაშია

“ევროპული საქართველოს” თავმჯდომარის, გიგა ბოკერია განცხადებით, “ქართული ოცნების” დღევანდელი განცხადება ადასტურებს, რომ საზოგადოებრივი მხარდაჭერის თვალსაზრისით მმართველი პარტიის მდგომარეობა მძიმეა, მათი სიტყვა კი არაფერს ნიშნავს:

“ეს მორიგი უტიფარი განცხადება ივანიშვილის რეჟიმის წარმოადგენლების ადასტურებს, პირველი- იმას, რომ პანიკაში არიან და აცნობიერებენ, რომ უმძიმესი მდგომარეობა აქვთ ქართული საზოგადოების მხარდაჭერის თვალსაზრისით, უფრო სწორად, იკვრება კონსენსუსი მათ წინააღმდეგ. მეორე, კიდევ ერთხელ აჩვენებს ყველას, ქვეყნის შიგნით და გარეთ, მათ სახეს, რომ მათ სიტყვას ნული აქვს ფასი.

რაც ყველაზე უფრო მთავარია, ახლა ჩვენ, მთელმა საზოგადოებამ, უნდა დავამარცხოთ ეს სახიფათო ჩვენი ქვეყნისთვის და სამარცხვინო რეჟიმი თვითმმართველობის არჩევნებზე და მათ მოუწევთ ვადამდელი არჩევნების დანიშვნა. ამ რეჟიმს და ივანიშვილს ესმით მხოლოდ საზოგადოების ძალის და საერთაშორისო წნეხის, ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ქვეყნის შიგნით მოქალაქეების მხრიდან წნეხი მათზე ამ არჩევნების შედეგით, რასაც მოჰყვება შემდეგ თავისუფალი სამყაროს წნეხი და რაც მიგვიყვანს იმ ამოცანამდე, რასაც ვადამდელი არჩევნები და ამ ძალის ჩამოშორება ჰქვია ხელისუფლებიდან”, – ამბობს გიგა ბოკერია.

“ქართული ოცნება” ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის შუამავლობით ხელმოწერილი შეთანხმებიდან გადის.

როგორც “ქართული ოცნების” ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, მაშინ, როცა მთავარი ოპოზიციური ძალა არ უერთდება, ხოლო სხვა ოპოზიციური ძალები მუდმივად არღვევენ შეთანხმებას, “ქართული ოცნება” იყო ერთადერთი, რომელიც შეთანხმებას ასრულებდა. თუმცა დღეს, კობახიძის განცხადებით, ხელშეკრულება ანულირებულია.

“ოცნება” შარლ მიშელის შეთანხმებიდან გადის

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.