ახალი ამბები

“შანსი არ ჰქონდათ 43%-ის” – სამნიძე “ოცნების” მიერ შეთანხმების დატოვებაზე

28 ივლისი, 2021 • 1495
“შანსი არ ჰქონდათ 43%-ის” – სამნიძე “ოცნების” მიერ შეთანხმების დატოვებაზე

“რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე აცხადებს, რომ “ქართული ოცნების” დღევანდელი განცხადება შარლ მიშელის მედიაციით შემუშავებული შეთანხმების დოკუმენტის დატოვების შესახებ უარია ევროპასა და ამერიკაზე.

სამნიძის განცხადებით, “ქართულ ოცნებას” შანსი არ ჰქონდა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში 43%-მიეღო და 5 ივლისის შემდეგ ამძაფრებენ დაპირისპირებას და შეთანხმებიდან გასვლის საბაბებზე ფიქრობდნენ:

“შანსი არ ჰქონდათ, 43%-ის! 5 ივლისის მერე ამას ცდილობენ, ამოწმებენ, ამძაფრებენ დაპირისპირებას, საპატრიარქო ჩართეს, რადიკალებიც და ანტიეკლესიურობის რიტორიკა, ნაცადი მტრის ხატის კამპანია ისევ გამოცადეს, პლაკატებიც აკრეს – არაფერმა უშველა. მერე საბაბზეც იფიქრეს, მეტი ჭკუა არ ყოფნით, ისევ ოპოზიციას დავაბრალოთო და გადაწყვიტეს.

ეს არის უარის თქმა ევროპაზე, ამერიკაზე, ყველა ჩვენს პარტნიორზე, თითოეულ ადამიანზე ამ ქვეყანაში, ვისაც ოდნავ მაინც ჰქონდა მბჟუტავი იმედი რაიმე ცვლილების! ესაა მათი მიზანიც – სრული ნიჰილიზმი, სრული კონტროლი, სრული განადგურება დემოკრატიის! არავის არ გასვლია ეს ამ ქვეყანაში! ეს ნუ დაგვავიწყდება, ვერ შეძლებენ” ,- ამბობს ხათუნა სამნიძე.

შარლ მიშელის წინადადება პარტიებს: ტექსტი სრულად

 

მასალების გადაბეჭდვის წესი