ახალი ამბები

კორონავირუსის 3 141 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 20 ადამიანი – 28 ივლისი

28 ივლისი, 2021 • 658
კორონავირუსის 3 141 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 20 ადამიანი – 28 ივლისი

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავრიუსის 3 141 ახალი შემთხვევა გამოვლიდნა, გარდაიცვალა 20 ადამიანი. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყების თქმით, ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 1 509 ადამიანი და ჩატარდა 40 553 ტესტირება.

„რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 28 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.75 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 6.28 % ხოლო 7 დღის მანძილზე – 6.92 %“, – წერია ოფიციალურ განცხადებაში.

ახალი 3 141 შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასე გადანაწილდა:

  • თბილისი – 1 648
  • აჭარა – 438
  • იმერეთი – 270
  • ქვემო ქართლი – 152
  • შიდა ქართლი – 132
  • გურია – 54
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 139
  • კახეთი – 186
  • მცხეთა-მთიანეთი – 70
  • სამცხე – ჯავახეთი – 43
  • რაჭა – ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 9

„ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 27 456, საიდანაც 5 256 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 836, აჭარაში – 516, იმერეთში – 660. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 018 პირი, მათ შორის, თბილისში – 463, აჭარაში – 81, იმერეთში -245.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 212 პირი, მათგან თბილისში – 162, აჭარაში – 3, იმერეთში – 15. 1 798 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 976 – თბილისში, 504- აჭარაში. 20 402 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე,“ – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 64 ადამიანი, ხოლო თვითიზოლაციაში იმყოფება 18 470.

საქართველოში კორონავირუსის 410 830 შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან 377 597 გამოჯანმრთელდა, ხოლო 5 751 გარდაიცვალა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი