ახალი ამბები

ბარი “ამბავი” ამბობს, რომ აუცრელ კლიენტებს აღარ მოემსახურება

27 ივლისი, 2021 • 2110
ბარი “ამბავი” ამბობს, რომ აუცრელ კლიენტებს აღარ მოემსახურება

თბილისში მოქმედი ბარი “ამბავი” ამბობს, რომ დღეიდან, 27 ივლისიდან, აღარ მოემსახურება კლიენტებს, რომლებიც COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის 1 დოზით მაინც არ იქნებიან აცრილნი. აღნიშნულის შესახებ ბარის ფეისბუქ გვერდზე გავრცელებულ მოკლე განცხადებაში ვკითხულობთ.

“დღეიდან ბარში დაიშვებიან მხოლოდ ვაქცინაციის პროცესში ჩართული პირები. გთხოვთ იქონიოთ ვაქცინაციის მინიმუმ პირველი დოზის დამადასტურებელი დოკუმენტი და პირადობის მოწმობა. შეზღუდვის მიზანია ვაქცინაციის მხარდაჭერა და შესაბამისი რისკჯგუფების ინტერესებზე ზრუნვა”, — წერს ბარის ადმინისტრაცია.

“დაავადებათა კონტროლის ცენტრის” მონაცემებით, 27 ივლისის მდგომარეობით, ჩატარებულია 418 398 აცრა. სრულად(ორჯერადად) აცრილია 142 254 პირი. აცრის მსურველებს შეუძლიათ, დაჯავშნონ შესაბამისი დოზა ვებგვერდზე booking.moh.gov.ge ან დარეკონ ცხელ ხაზზე 1522.

მასალების გადაბეჭდვის წესი