ახალი ამბები

პირველი აგვისტოდან 4 რაიონში ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება

27 ივლისი, 2021 • 1239
პირველი აგვისტოდან 4 რაიონში ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება

პირველი აგვისტოდან გლდანის, სამგორისა და საბურთალოს რაიონებში, ასევე, სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, გლდანში, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, გობრონიძისა და ნოზაძის ქუჩებზე გამოყოფილია 132 საპარკინგე ადგილი, ხოლო სამგორის რაიონში, მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ჯავახეთისა და ხომლელის ქუჩებზე — 117 ადგილი. საბურთალოს რაიონში ზონალური პარკირების 748 ადგილია მოწყობილი. კერძოდ, დოლიძის, ტეხურას, ასლანიდის, ბერბუკის, ალექსიძის, ბახტრიონის, ცინცაძისა და ლორთქიფანიძის ქუჩებზე.

რაც შეეხება სადგურის მოედანს, მერიის ცნობით, პარკირებისთვის გამოყოფილია 286 ადგილი ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, აბასთუმნის, თევდორე მღვდლისა და ცაბაძის ქუჩებზე.

საინფორმაციო ჯიხურები განთავსებულია შემდეგ მისამართებზე:

  1. ვიქტორ დოლიძის ქუჩა N24
  2. მერაბ ალექსიძის ქუჩა N1
  3. ბახტრიონის ქუჩა N13
  4. ბახტრიონის ქუჩა N30
  5. სულხან ცინცაძის ქუჩა N61
  6. ოთარ ლორთქიფანიძის ქუჩა N10
  7. აბასთუმნის ქუჩა N1ა-ს მოპირდაპირედ
  8. სადგურის მოედანი (ნიკოლოზ გოგოლის ქუჩა N32)
  9. ალეკო გობრონიძის ქუჩა N2ა
  10. მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარედ

ადგილობრივ მცხოვრებლებს უფასო პარკირებისთვის რეგისტრაციის გავლა ზონალური პარკირების არეალებში განთავსებულ საინფორმაციო ჯიხურებში პირველი ივლისიდან შეეძლოთ. აღნიშნულ არეალებში ზონალურ-საათობრივი პარკირებისთვის, ჯამში, გამოყოფილია 1 283 ადგილი, მათ შორის, 27 ადგილი შშმ პირთათვის და ერთი
ადგილი ელექტრომობილების დამუხტვისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი