ახალი ამბები

იმნაძე: ანტივაქსერებზე საშიში ის ხალხია, ვინც ვაქცინებს ერთმანეთისგან არჩევს

27 ივლისი, 2021 •
იმნაძე: ანტივაქსერებზე საშიში ის ხალხია, ვინც ვაქცინებს ერთმანეთისგან არჩევს

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ ვაქცინაციის მოწინააღმდეგეებზე საშიში ის ხალხია, რომლებიც ვაქცინებს ერთმანეთისგან არჩევს, ვინაიდან, იმნაძის თქმით, ეს ჯგუფი ანტივაქსერებზე გავლენიანია:

“არ არის მარტო ეს ერთი ჯგუფი, ამ ჯგუფს ემატება ის ჯგუფი, რომელიც ვაქცინებს არჩევს ერთმანეთისგან. ჩემთვის ორივე ანტივაქსერია. ანტივაქსერი ყველგან არის მსოფლიოში, არიან ეგეთი ხალხი. ამათზე უფრო საშიში არიან ისინი, ვინც ვაქცინას ერთმანეთისგან არჩევს. იმათზე დიდი ინფლუენსერები არიან, ვიდრე ესენი” ,- ამბობს პაატა იმნაძე.

27 ივლისის მონაცემებით, საქართველოში სულ ჩატარებულია 418 398 აცრა. აქედან სრულად ვაქცინირებულაი 142 254 ადამიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი