ახალი ამბები

პრემიერის თქმით, ქვეყანაში ახალი ლოკდაუნი არ იგეგმება

26 ივლისი, 2021 • 1285
პრემიერის თქმით, ქვეყანაში ახალი ლოკდაუნი არ იგეგმება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ამ ეტაპზე ქვეყანაში ე.წ. ლოკდაუნი და შეზღუდვების გამკაცრება არ იგეგმება.

ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში ინფიცირების მაჩვენებელი თითქმის გაორმაგდა და ეს მათ შორის „უპასუხისმგებლო რამდენიმედღიანი აქციების შედეგია“.

პრემიერ-მინისტრი „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას სიკვდილის შემდეგ წამოწყებულ აქციებს გულისხმობს, რომელთა მთავარი მოთხოვნა, სწორედ ღარიბაშვილის გადადგომაა. შემდეგ კი ამბობს:

„მინდა ჩვენს მოსახლეობას განვუმარტო, ხომ არ მოხდება ხელახალი ჩაკეტვა და ა.შ. მინდა განვაცხადო, რომ ჩვენი ავირჩიეთ სხვა გზა – მართვის გზა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეფექტიანად ვმართოთ ეპიდემია. ჩვენი ქვეყანა ვეღარ გაუძლებს ახალ ჩაკეტვებს, არც ლოკდაუნი, არც შეზღუდვები არ იქნება გამართლებული, უფრო მეტიც, ეს პირდაპირ იქნება დამაზიანებელი ეკონომიკისთვის. ეს გამოიწვევს, რომ დამატებით უნდა ავიღოთ რამდენიმე მილიარდი დოლარი თუ ლარი ვალის სახით, რაც საბოლოოდ ჩვენი მოქალაქეების გადასახდელი იქნება“, – აცხადებს ღარიბაშვილი.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 264 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 26 ადამიანი.

კორონავირუსის 1264 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 26 ადამიანი გარდაიცვალა – 26 ივლისი

მასალების გადაბეჭდვის წესი