ახალი ამბები

კორონავირუსის 1264 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 26 ადამიანი გარდაიცვალა – 26 ივლისი

26 ივლისი, 2021 •
კორონავირუსის 1264 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 26 ადამიანი გარდაიცვალა – 26 ივლისი

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 264 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 26 ადამიანი. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ოფიციალური მონაცემებით, ამავე პერიოდში 1 665 პირი გამოჯანმრთელდა და ჩატარდა 19 365 ტესტი.

„რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 25 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.52 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 5.73 % ხოლო 7 დღის მანძილზე – 6.44 %“, – წერია მთავრობის ოფიციალურ განცხადებაში.

ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით ასე გადანაწილდა:

  • თბილისი – 676
  • აჭარა – 224
  • იმერეთი – 84
  • ქვემო ქართლი – 45
  • შიდა ქართლი – 33
  • გურია – 15
  • სამეგრელ – ზემო სვანეთი – 65
  • კახეთი – 62
  • მცხეთა – მთიანეთი – 35
  • სამცხე – ჯავახეთი – 19
  • რაჭა ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 6

„ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 23 530, საიდანაც 5 247 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 870, აჭარაში – 497, იმერეთში – 661.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 967 პირი, მათ შორის, თბილისში – 459, აჭარაში – 70, იმერეთში -226. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 216 პირი, მათგან თბილისში – 163, აჭარაში – 5, იმერეთში – 13. 1 737 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 924 – თბილისში, 523- აჭარაში. 16 546 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე,“ – ამბობს მთავრობის ადმინისტრაცია.

მათივე ინფორმაციით, საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 62 ადამიანი, ხოლო თვითიზოლაციაში იმყოფება 17 023 პირი.

საქართველოში კორონავირუსის 404 023 შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან 374 753 გამოჯანმრთელდა, ხოლო 5 714 გარდაიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი