ახალი ამბები

3 საათში “ფაიზერზე” 120 000-მდე ადამიანი დარეგისტრირდა

24 ივლისი, 2021 • 1695
3 საათში “ფაიზერზე” 120 000-მდე ადამიანი დარეგისტრირდა

15:00 საათის მდგომარეობით, “ფაიზერის” პირველი დოზით აცრაზე 120 000-მდე ადამიანია დარეგისტრირებული.

რეგისტრაციის პროცესი 24 ივლისის 12:00 საათიდან დაიწყო და პორტალზე, ჯამში, 150 000 დოზა იყო ხელმისაწვდომი. მოქალაქეებს შეუძლიათ, ვაქცინა პორტალ booking.moh.gov.ge-ს მეშვეობით დაჯავშნონ ან დარეკონ ცხელ ხაზზე 1522.

აღნიშნულ ვაქცინაზე რეგისტრაცია 16 წლის ზემოთ მოქალაქეებს შეუძლიათ. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, უშუალოდ აცრის პროცესი 26 ივლისიდან დაიწყება.

“ფაიზერის” 500 000 დოზა თბილისში პარასკევს ღამით ჩამოვიდა. ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოსთვის საჩუქრად გამოყოფილი დოზები.

მასალების გადაბეჭდვის წესი