ახალი ამბები

გამოვლინდა ინფიცირების 2 617 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 9 ადამიანი – 24 ივლისი

24 ივლისი, 2021 • 679
გამოვლინდა ინფიცირების 2 617 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 9 ადამიანი – 24 ივლისი

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 617  ახალი შემთხვევა გამოვლინდა და გარდაიცვალა 9 ადამიანი. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა კიდევ 869 პირი.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 43 394 კვლევა ტესტით, მათ შორის 23 104 კვლევა ანტიგენის ტესტით და 20 290 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 23 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.03 %, ბოლო 14 დღის მანძილზე — 5.55 % ხოლო 7 დღის მანძილზე — 6.15 %.

2 617 ახალი შემთხვევა ასე ნაწილდება:

  • თბილისი – 1 485,
  • აჭარა – 236,
  • იმერეთი – 220,
  • ქვემო ქართლი – 153,
  • შიდა ქართლი – 123,
  • გურია – 31,
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 111,
  • კახეთი – 152,
  • მცხეთა-მთიანეთი -45,
  • სამცხე-ჯავახეთი – 44,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 17.

“ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 23 573 საიდანაც: 4 963 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 780, აჭარაში – 407, იმერეთში – 642.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 956 პირი, მათ შორის, თბილისში – 455, აჭარაში – 67, იმერეთში -218. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 210 პირი, მათგან თბილისში – 156, აჭარაში – 5, იმერეთში – 11. 1 564 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 861 – თბილისში, 464- აჭარაში.

17 046 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე”, — აცხადებს საქართველოს მთავრობა.

ამ მონაცემებით, პანდემიის კრიზისის დაწყებიდან დღემდე საქართველოში ახალი კორონავირუსის 400 698 შემთხვევა გამოვლინდა. 371 434 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 5 665 კი — გარდაიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი