ახალი ამბები

ლიეტუვამ საქართველოს “ასტრაზენეკას” 15 ათასი დოზა აჩუქა — საგარეო

24 ივლისი, 2021 • 1002
ლიეტუვამ საქართველოს “ასტრაზენეკას” 15 ათასი დოზა აჩუქა — საგარეო

საქართველომ ლიეტუვისგან “ასტრაზენეკას” ვაქცინის 15 ათასი დოზა საჩუქრად მიიღო. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, ვაქცინები თბილისის აეროპორტში 2021 წლის 24 ივლისს ჩამოვიდა.

ტვირთს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი და საქართველოში ლიეტუვას ელჩის მოადგილე საულიუს ვალაინისი დახვდნენ.

“ლიეტუვის მთავრობის გადაწყვეტილებით, კოვიდ-19 საწინააღმდეგო ვაქცინები აღმოსავლეთ პარტნიორობის სამი წევრი სახელმწიფოსთვის – საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისთვის იქნა გამოყოფილი”, — აღნიშნავს სამინისტრო

აღნიშნულთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა “ტვიტერზე” დაწერა და მადლობა გადაუხადა ლიეტუველ კოლეგას, გაბრიელიუს ლანდსბერგისს და ყველას, ვინც ამ პროცესში იყო ჩართული.

მასალების გადაბეჭდვის წესი