ახალი ამბები

აცრის შემდეგ ადამიანს 1-2 გამოსასვლელი დღე უნდა მიეცეს — გამყრელიძე

23 ივლისი, 2021 • 1541
აცრის შემდეგ ადამიანს 1-2 გამოსასვლელი დღე უნდა მიეცეს — გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე დამსაქმებლებს სთხოვს, თანამშორმლებში ვაქცინაცია წაახალისოს.

“ბევრ წამახალისებელ ღონისძიებაზეა საუბარი. იმუნიზაციის გეგმაშიც და მერეც რეკომენდაციები წარვადგინეთ. ახალ ველოსიპედს აქ არავინ იგონებს. აუცილებელია, რომ აცრის შემდეგ ადამიანს მიეცეს ერთი ან ორი გამოსასვლელი დღე. დამსაქმებლებმა ეს უნდა უზრუნველყონ, რომ აცრის შემდეგ ადამიანს ერთი ან ორი დღე დასასვენებლად ჰქონდეს”, — განაცხადა გამყრელიძემ და დასძინა, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში თანამშრომლებს აცრის შემდეგ 2 გამოსასვლელი დღე აქვთ.

“საუბარი იყო, ასევე, სხვადასხვა ლატარიის გათამაშებაზე და წამახალისებელ ღონისძიებებზე. ორჯერ აცრილებისთვის წამახალისებელი ღონისძიებები შეიძლება. ეს დამოკიდებულია დამსაქმებელზე. ეს არ დგინდება დადგენილებით. დამსაქმებლებს ვთხოვთ, მეტი წახალისება მისცენ აცრებს. ბევრი რამ შეიძლება მოიფიქრონ ამაზე”, — დასძინა გამყრელიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი