ახალი ამბები

ხობში შშმ პირის გაუპატიურებისთვის 1 პირი დააკავეს

23 ივლისი, 2021 • 998
ხობში შშმ პირის გაუპატიურებისთვის 1 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხობის მუნიციპალიტეტში შშმ პირის გაუპატიურებისთვის ერთი პირი დააკავა.

დაკავებული 1961 წელს დაბადებული მამაკაცია.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან ორსული ქალის გაუპატიურებას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 10-დან 13 წლამდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი