ახალი ამბები

იძულებულები გავხდით, გაგვევრცელებინა – გომელაური ლაშქარავას გადაადგილების კადრებზე

22 ივლისი, 2021 • 2268
იძულებულები გავხდით, გაგვევრცელებინა – გომელაური ლაშქარავას გადაადგილების კადრებზე

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, არ სურდა, თუმცა იძულებული გახდა, რომ გაევრცელებინათ “ტვ პირველის” გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შესაძლო გარემოებების ამსახველი კადრები.

“ჩვენ იძულებულები გავხდით. მერწმუნეთ, არანაირი სურვილი არ მქონდა არც მე, არც ჩემს მოადგილეებსა და ხელმძღვანელ პირებს, რომ ეს გაგვეშვა და ენახა მის დედასა და ოჯახის წევრებს.

ჩემთვის ძალიან მძიმე იყო და ძალიან ვწუხვარ, რომ ასე მოგვიწია.

იქედან გამომდინარე მოგვიწია, რომ საზოგადოებიდან წამოვიდა მოთხოვნა, რომ გვითხარით, რა ხდება და უკვე იძულებულები გავხდით. იცით, რომ რუსთაველზე შეიკრიბა ხალხი და ძალიან ბევრი მოქალაქე ითხოვდა პასუხს, რა მოუვიდა ამ ადამიანს. რაც გვქონდა ჩვენ, სწრაფად რაც ვიმუშავეთ, ამ ინფორმაციას ვაწვდიდით.

იძულებული გავხდით, რა ინფორმაციაც გვქონდა, მიგვეწოდებინა ხალხისთვის”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ეთერში.

ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს საკუთარ სახლში იპოვეს გარდაცვლილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი