ახალი ამბები

უცხოეთსა და საქართველოში მომუშავე ექიმები მოსახლეობას მიმართავენ

22 ივლისი, 2021 • 3636
უცხოეთსა და საქართველოში მომუშავე ექიმები მოსახლეობას მიმართავენ

ქართველი ექიმებისა და მეცნიერების ჯგუფი კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს.

მიმართვაში ნათქვამია, რომ კოვიდ 19-ის პანდემიის დამარცხებას ცალკე ვერ შეძლებს ვერც მთავრობავერც ექიმებივერც მეცნიერება და ტექნოლოგია და ვერც მოსახლეობაპანდემიის დასამარცხებლად აუცილებელია საერთო ძალისხმევა

“პანდემიის დამარცხების ერთადერთი გზა არის მასობრივი ვაქცინაცია და უსაფრთხოების ზომების პირუთვნელი დაცვავაქცინა უსაფრთხოა და გვიცავს სიკვდილისგან და დაავადების მძიმე ფორმებისგანრაც დასტურდება მინიმუმამდე შემცირებული ჰოსპიტალიზაციის და ლეტალობის მაჩვენებლითუკვე გაკეთებული 3.5 მილიარდი აცრის მონაცემებითყველა ავტორიზებული ვაქცინა ამცირებს დაავადების სირთულეს და სიკვდილიანობას ყველა შტამის შემთხვევაშიგამოიყენეთ ამჟამად ხელმისაწვდომი ნებისმიერი ვაქცინარომელსაც მიღებული აქვსამერიკის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციისევროპის წამლის სააგენტოს ან ჯანმრთელობის მსოფლიოს ორგანიზაციის ავტორიზაციაამასთანგაითვალისწინეთრომ ჩინური წარმოების კლასიკური ტექნოლოგიით დამზადებული ვაქცინის შემდეგ “ბუსტერად” შესაძლებელია ახალი ტექნოლოგიით წარმოებული ვაქცინის გამოყენება. აცრით ჩვენ ვიცავთ არა მარტო საკუთარ თავსარამედ ჩვენ გარშემო მყოფ ადამიანებს და განსაკუთრებითბავშვებს და იმ პირებსვისაც ჯანმრთელობის გამო არ შეუძლია აცრა”, — ნათქვამია მიმართვაში

ამასთან, ექიმები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ ნებისმიერი ინფორმაცია კოვიდ 19-ისა და მის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებრომელიც არ ეფუძნება სანდო მეცნიერულ პუბლიკაციებსარის დეზინფორმაცია

რაც უფრო დაბალია ვაქცინაციის დონემით უფრო მაღალია ვირუსის მუტაციის ალბათობა და ახალი ვარიანტების და ტალღების წარმოქმნარაც ახლაც ხდება და მომავალშიც მოხდებათუკი ვერ შევძლებთ ინფიცირების დონის დაქვეითებასსაქართველოში ვაქცინაციის დონე საგანგაშოდ დაბალია და ყველაფერი უნდა გაკეთდეს სიტუაციის სასწრაფოდ გამოსასწორებლადმზად ვართ ყველა შეკითხვაზე გაგცეთ დეტალური და მეცნიერულად დასაბუთებული პასუხი”, — ნათქვამია მიმართვაში, რომელსაც ხელს აწერენ:

  • სოფო ბერიძე, ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალი, საქართველო
  • ეკატერინე ბერიშვილი, ჟენევის უნივერსიტეტი, შვეიცარია
  • რევაზ ბოჭორიშვილი, კლერმონფერანის საუნივერსიტეტო კლინიკა, საფრანგეთი
  • მაია ბუწაშვილი, ნეოლაბი, თბილისი, საქართველო
  • მარინა გვახარია, რეპროდუქციული კლინიკა, სან ჰოზე, კალიფორნია
  • გიორგი (გოგი) გეგელაშვილი, კოპენჰაგენის უნივერსიტეტი, დანია.
  • ნანა გეგეჭკორი, მაიმონიდის ჰოსპიტალი, ნიუიორკი, აშშ
  • ზურაბ გურული მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკა, მისისიპის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჯექსონი, მისისიპი, აშშ
  • ვახტანგ კალოიანი, ნიუ ჰოსპიტალსი, თბილისი, საქართველო
  • გიორგი კამკამიძე, ნეოლაბი, თბილისი, საქართველო
  • ზაზა კოკაია, ლუნდის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი, შვედეთი
  • ბიძინა კულუმბეგოვი, ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრი, თბილისი, საქართველო
  • არჩილ მარშანია, STENA Ltd, აბერდინი, დიდი ბრიტანეთი
  • მამუკა მაჩაიძე, ჯონს ჰოპკინსის ჰოსპიტალი, ბალტიმორი, აშშ
  • ნინო ნაცვალაძე, შტუტგარტის კლინიკა, გერმანია
  • ზაზა უჯმაჯურიძე, კოპენჰაგენის საუნივერსიტეტო კლინიკა, დანია
  • ანი ქავთარაძე, წმ. იოანე მოწყალის სახელობის პრივატ კლინიკა, თბილისი, საქართველო
  • ნატალია ქვარცხავა, დუსელდორფის საუნივერსიტეტო კლინიკა, გერმანია
  • თამრიკო ქვარცხავა, Global PV Source, მორისტაუნი, ნიუ ჯერსი, აშშ
  • ლიკა ჭყონია, რეპროარტი, ქართულამერიკული რეპროდუქციული კლინიკა, საქართველო
  • ცოტნე ჯავახიშვილი, კალიფორნიის ბიოსამედიცინო კვლევების ინსტიტუტი, სან დიეგო, კალიფორნია, აშშ.

მასალების გადაბეჭდვის წესი