ახალი ამბები

საფრანგეთში მუზეუმებსა და კინოთეატრებში შესასვლელად აცრა, ტესტი ან ცნობაა საჭირო

21 ივლისი, 2021 • 1095
საფრანგეთში მუზეუმებსა და კინოთეატრებში შესასვლელად აცრა, ტესტი ან ცნობაა საჭირო

საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის ფონზე ახალი რეგულაციები შევიდა ძალაში.

ოთხშაბათიდან, 21 ივლისიდან, ადამიანებს მუზეუმებსა და კინოთეატრებში შესასვლელად დასჭირდებათ ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთი, კორონავირუსზე ტესტის უარყოფითი პასუხი ან ცნობა, რომ ბოლო პერიოდში ვირუსი გადაიტანეს.

უახლოეს პერიოდში საფრანგეთის პარლამენტი იმსჯელებს, გაავრცელებს თუ არა ამ შეზღუდვის მოქმედებას აგვისტოს თვიდან კაფეებში, რესტორნებსა და სავაჭრო ცენტრებში.

წინა დღით, 20 ივლისს, ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ 24 საათში ინფიცირების 18 000 შემთხვევა გამოვლინდა, წინა კვირას კი საშუალო მაჩვენებელი დღიური 7000 შემთხვევა იყო.

ქვეყანაში ამჟამად კორონავირუსის ე.წ. დელტა შტამი მძლავრობს.

აღნიშნული რეგულაციები რამდენიმე კვირის წინ დააანონსა პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა.

ამასთან, საფრანგეთში 13 ივლისიდან მედიცინის ყველა მუშაკისთვის სავალდებულოა ვაქცინაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, დასაქმებულმა ანაზღაურება ვერ მიიღოს.

საფრანგეთში კოვიდზე აცრა ყველა მედ.მუშაკისთვის სავალდებულო ხდება

მასალების გადაბეჭდვის წესი