ახალი ამბები |

მარნეულში მოკლული ქალის ოჯახის წევრებმა ბრალდებულის მამას სცემეს – შსს

21 ივლისი, 2021 | | 687
მარნეულში მოკლული ქალის ოჯახის წევრებმა ბრალდებულის მამას სცემეს – შსს

მარნეულში მოკლული ქალის ოჯახის წევრებმა ბრალდებული ყოფილი ქმრის მამას სცემეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

საუბარია კაცზე, რომელსაც ბრალად ედება ყოფილი მეუღლისა და სიმამრის მკვლელობა, ასევე, ყოფილი სიდედრისა და ცოლის ძმის დაჭრა.

„შემთხვევას არ შევსწრებივარ, არც ჩემი შვილი მინახავს. 12 საათზე ღამით ხმაური გავიგე, ჩემი ყოფილი რძლის ოჯახის ნათესავები ჩვენთან შემოვიდნენ, სცემეს ჩემი მეუღლე, ამ დროს შევიტყვე მომხდარის შესახებ“, – ამბობს რუსთავი 2-თან ბრალდებულის დედა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ განცხადებაში წერს, რომ მოკლულის ორი ახლობელი ბრალდებულის კუთვნილ სახლში გვიან მივიდა. მათ ბრალად ედებათ როგორც კაცის ცემა, ასევე ოჯახის კუთვნილი 2 ავტომობილის დაზიანება.

გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა (სსკ-ის 117-ე) და სხვისი ნივთის დაზიანების (187-ე)მუხლებით დაიწყო.

რაც შეეხება დაშავებულებს, ჟურნალისტებთან საუბარში ექიმები ამბობენ, რომ მოკლულის დედა და ძმა შედარებით მსუბუქი დაზიანებებით კლინიკიდან უკვე გაწერეს. ბრალდებულის მამას კი სახის ძვლების მრავლობით მოტეხილობები აღენიშნება და კლინიკაში რჩება.

შსს: მარნეულში კაცმა ყოფილი ცოლი და სიმამრი მოკლა, ცოლის ძმა და სიდედრი კი დაჭრა

 

მასალების გადაბეჭდვის წესი