ახალი ამბები

შსს: მარნეულში კაცმა ყოფილი ცოლი და სიმამრი მოკლა, ცოლის ძმა და სიდედრი კი დაჭრა

21 ივლისი, 2021 • 1531
შსს: მარნეულში კაცმა ყოფილი ცოლი და სიმამრი მოკლა, ცოლის ძმა და სიდედრი კი დაჭრა

მარნეულში, სოფელ ზემო სარალში კაცმა ყოფილი ცოლი და სიმამრი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა, სიდედრი და ცოლის ძმა კი მძიმედ დაჭრა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი რადიო „მარნეული“ ავრცელებს.

რადიოს ინფორმაციით, შემთხვევა 20 ივლისს, ღამით მოხდა. თვითმხილველების თქმით, მოკლული და ბრალდებული ცოტა ხნის წინ განქორწინდნენ და სამი შვილი ჰყავდათ. დაშავებულები კი კლინიკაში არიან გადაყვანილნი.

მომხდარს ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტროც, მათი ინფორმაციით, გამოძიება ოჯახის ორი ან მეტი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის და ოჯახის ორი ან მეტი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ასევე, 11 პრიმა-19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

მასალების გადაბეჭდვის წესი