ახალი ამბები

მთაწმინდაზე, სადაც”ოცნების” მერობის კანდიდატი უნდა წარადგინონ, აქცია იმართება

20 ივლისი, 2021 • 1018
მთაწმინდაზე, სადაც”ოცნების” მერობის კანდიდატი უნდა წარადგინონ, აქცია იმართება

მთაწმინდის პარკთან, სადაც “ქართულმ ოცნებამ” თბილისის მერობის კანდიდატი უნდა წარადგინოს აქცია იმართება. აქციის მონაწილე ჟურნალისტები ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს “ტვ პირველის” გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას, ფოტოებით ხვდებიან.

გარდა ამისა, ჟურნალისტებთან ერთად აქტივისტებს საპროტესტო ბანერი აქვთ გაშლილი, წარწერით “დაისაჯონ მოძალადეები”. ისინი 5 ივლისის ძალადობრივ მოვლენებში მონაწილეების დასჯას და პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებას ითხოვენ.

“ქართული ოცნება” თბილისის მერობის კანდიდატს დღეს, 20 ივლის, 20 საათზე დაასახელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი