ნეტგაზეთი | მსხვერპლშეწირვას ემსგავსება ჩვენი ქორწილები და ქელეხები – იმნაძე მსხვერპლშეწირვას ემსგავსება ჩვენი ქორწილები და ქელეხები – იმნაძე – Netgazeti
Batumelebi | RU

მსხვერპლშეწირვას ემსგავსება ჩვენი ქორწილები და ქელეხები – იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის [NCDC] დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე აცხადებს, რომ პანდემიის პირობებში ქორწილებისა და ქელეხების გამართვა  „მსხვერპლშეწირვას ემსგავსება“.

იმნაძე ამბობს, რომ დღეს არსებული სიტუაცია საკმაოდ დაძაბულია და ერთადერთი გზა პანდემიის დამარცხებისკენ ვაქცინაციაა.

ჟურნალისტის კითხვაზე, საკმარისია არის თუ არა დღევანდელი რეგულაციები – რომელიც მხოლოდ ბავშვთა ბანაკებს, პირბადეების შიდა სივრცეებში ტარებასა და კონფერენცია-ტრენინგებს მოიცავს, იმნაძე ამბობ, რომ ეს სრულიად საკმარისია. მთავარია, ეს რეგულაციები მოსახლეობამ დაიცვას.

„იღუპებიან ჩვენი ახლობლები, მეგობრები, ნათესავები. რა გითხრათ, არ ვიცი. ადამიანი იმისთვის, რომ ქორწილში .. მსხვერპლშეწირვას ემსგავსება ჩვენი ქორწილები და ქელეხები. კონკრეტული მაგალითებიც ვიცი, უბრალოდ ვერ დავასახელებ, იმიტომ, რომ ეს იქნება გარკვეული პირადი ინფორმაცია, თორემ ქელეხის შემდეგ მსხვერპლი შესწირეს გარდაცვლილს, კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა და ეს ახლახან მოხდა ერთ-ერთ რაიონში.  ის ვიცი, რომ ქელეხი მოაწყვეს და მერე ადამიანები დაიღუპნენ“, – ამბობს ის.

ბოლო კვირების განმავლობაში პირველად, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 2616 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 26 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო დადებითობამ 7.19%-ს მიაღწია.

2616 ახალი შემთხვევა, 26 გარდაცვლილი, დადებითობა 7.19% – 20 ივლისი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან