ნეტგაზეთი | გადავედით წითელ ზონაში, პირბადის ტარება ღია სივრცეშიც უნდა დაწესდეს – გამყრელიძე გადავედით წითელ ზონაში, პირბადის ტარება ღია სივრცეშიც უნდა დაწესდეს – გამყრელიძე – Netgazeti
Batumelebi | RU
ამირან გამყრელიძე

გადავედით წითელ ზონაში, პირბადის ტარება ღია სივრცეშიც უნდა დაწესდეს – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა რეკომენდაცია მისცა საკოორდინაციო საბჭოს, დაწესდეს პირბადის ღია სივრცეში ტარების ვალდებულება.

„დღევანდელი ეპიდსიტუაცია არის მსგავსი, რაც გვქონდა ნოემბრის დასაწყისში, როცა მივდიოდით პიკისკენ.

ყველა ინდიკატორით ჩვენ გადავედით წითელ ზონაში, ეს არის განგაშის ერთ-ერთი მთავარი მოცემულობა და შესაბამისი ღონისძიებები უნდა იყოს მიღებული“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ამის შესახებ საბჭოზე იყო მსჯელობა და რიგი გამკაცრებები იქნება, პირველ რიგში, აღსრულებასთან დაკავშირებით.

„მოშვებულია მოსახლეობა, პირბადის ტარება დახურულ სივრცეებშიც აღარ ხდება და დღეს იქნა გადაწყვეტილება, რომ ღია სივრცეებშიც დაწესდეს პირბადის ხმარებასთან მიმართებაში… შტაბი დაამუშავებს ამ საკითხს და შესაბამისი ცვლილება შევა განკარგულებაში, ღია სივრცეებში, სადაც გარკვეული რაოდენობა იკრიბება ადამიანების. ამაზე დავალება მიეცა საკოორდინაციო შტაბს, შესაბამისად, შემუშავდება ეს რეკომენდაციები.

იცით, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრი ამ საკითხებში ყოველთვის არის უფრო რადიკალური, ჩვენ წარვადგინეთ მთელი ნუსხა რეკომენდაციების, სადაც მთავარი არის, ერთი მხრივ, იმუნიზაციის პროცესის ინტენსიურობა და, მეორე მხრივ, გონივრულობის ფარგლებში გარკვეული შეზღუდვების დაწესება.

ამავე დროს მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ თუ ეპიდსიტუაცია გაუარესდება, დაავადებათა კონტროლის ცენტრი უფრო მკაცრ რეკომენდაციებს დააყენებს“ ,– განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com