ახალი ამბები

სემინარებსა და კონფერენციებზე დასწრება სწრაფი ტესტებითაც შეიძლება

20 ივლისი, 2021 • 743
სემინარებსა და კონფერენციებზე დასწრება სწრაფი ტესტებითაც შეიძლება

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ სემინარებსა და კონფერენციებზე დასწრება არა მხოლოდ PCR, არამე სწრაფი ტესტებითაც არის დაშვებული.

მინისტრმა თურნავამ 20 ივლისს ბრიფინგზე ჟურნალისტების კითხვაზე პასუხად განაცხადა: „ჩვენ გავითვალისწინეთ ინდუსტრიის მოთხოვნა და [კორონავირუსის] სწრაფ ტესტებზეც არის საუბარი, არამარტო PCR-ზე“.

თურნავას თანახმად, „ეს არის ძალიან კარგი გადაწყვეტილება იმისთვის, რომ ტრენინგები და სემინარები არ დაიკეტოს, არ აიკრძალოს და გაგრძელდეს, მაგრამ იყოს აბსოლუტურად უსაფრთხო“.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის #322 დადგენილებაში (მე-3 მუხლი, მე-5 პრიმა პუნქტი) ამჟამად მითითებულია, რომ ნებისმიერი ტიპის ტრენინგზე, კონფერენციასა და სემინარზე მონაწილეთა დასწრება დასაშვებია მხოლოდ 72 საათით ადრე PCR ტესტის ან 24 საათით ადრე სწრაფი ანტიგენის ტესტით ტესტირების საფუძველზე.

ბოლო ცვლილება დადგენილებაში 17 ივლისს შევიდა. წინა რედაქციაში, რომელიც 15 ივლისით თარიღდება, ჩანაწერი მხოლოდ PCR ტესტირებას ეხებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი